გამოქვეყნებულია: 10-06-2024 | განახლებულია: 10-06-2024
მომსახურების მიღების შესავალიპირობები
ინტერნეტ მაღაზია ekolari.ge
ქვემოთ ჩამოთვლილი პირობები, არის შეთანხმება ekolari.ge-სა (შემდგომში “მაღაზია”) და მყიდველს (შემდგომში “მყიდველი”) შორის საქონლისა და მომსახურების შეკვეთისა და შესყიდვის თაობაზე, რომელიც ხორციელდება ვებსაიტის მეშვეობით ekolari.ge
1. შესავალი
მყიდველი ეთანხმება მხარეებს შორის მოცემულ შეთანხმების (შეთანხმება) პირობებს, ყველაფერს რაც შეეხება საქონელს, მომსახურებას, და ინფორმაციას გადმოცემულს საიტის მეშვეობით. ეს შეთანხმება წარმოადგენს ხელშეკრულებას მაღაზიასა და მყიდველს შორის. ანაცვლებს ყველა წინა ან სხვა შეთანხმებას რომელიც შეეხება საქონელს, მომსახურებას და ინფორმაციას, რომელიც გადმოცემულია საიტის მეშვეობით. მყიდველი თანხმდება გადახედოს და დაეთანხმოს ამ შეთანხმებას საიტიდან საქონლის ან მომსახურების შეკვეთამდე.
2. საავტორო უფლება
საიტის შინაარსი ეკუთვნის მაღაზიას, რომელიც დაცულია საავტორო უფლებებით. საიტის სრული შინაარსის ან მისი რომელიმე ნაწილის გამოყენება, ციფრულად გადასხვაფერება, კომპილაცია, კოპირება, გადამისამართება, გამოქვეყნება აკრძალულია.
3. კონფიდენციალურობის პირობები
ეკოლარის ვებგვერდით სარგებლობა მიიჩნევა მომხმარებლის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკის თაობაზე თანხმობად. შესაბამისად, ეკოლარის მომხმარებელი ანიჭებს უფლებას დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია.
აღნიშნული ინფორმაცია ეკოლარის მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
ეკოლარის მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს, თუ:
- არსებობს მომხმარებლის თანხმობა.
- მონაცემთა დამუშავება საჭიროა ეკოლარის მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად.
4. რედაქტირება, წაშლა, დამატება, მოდიფიკაცია
შემოთავაზებული ტექსტი: თუ თქვენ დაწერთ კომენტარს, მაშინ კომენტარიც და მისი მეტა-მონაცემები შეინახება უსასრულოდ დიდი ხნით. ეს ხდება იმისათვის, რომ ავტომატურად მოხდეს შემდგომი კომენტარების ავტომატური გამოქვეყნება, ნაცვლად ხელით მისი მოწონებისა.
ჩვენს საიტზე რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის ჩვენ ვინახავთ იმ პირად ინფორმაციას, რომელიც მათ მიუთითეს პროფილში. ყველა მომხმარებელს შეუძლია ნახოს, ჩაასწოროს, ან წაშალოს მისი ინფორმაცია ნებისმიერ დროს (მომხმარებლის სახელის გარდა). ვებ-გვერდის ადმინისტრაციას ასევე შეუძლია დაინახოს ეს ინფორმაცია და შეცვალოს.
5. მომსახურების მიღება-გაწევა
შეკვეთის მინიმალური მოცულობა (შეკვეთილი პროდუქციის ჯამური ღირებულება ტრანსპორტირების ღირებულების გარეშე) განისაზღვრება 50 (ორმოცდაათი) ლარით. მაღაზია იტოვებს უფლებას გააუქმოს შეკვეთა, რომლის ჯამური ღირებულება შეკვეთის მინიმალურ მოცულობაზე ნაკლებია.
მაღაზია ვერ უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შერჩეული და გადახდილი პროდუქციის მიწოდების სრულ გარანტიას. მაღაზია უფლებას იტოვებს მყიდველს შეუთანხმოს და შესთავაზოს იმ პროდუქციის ან მომსახურების, რომლის ღირებულება მყიდველმა გადაიხადა, მაგრამ ვერ მიიღო, სანაცვლოდ მსგავსი პროდუქცია ან მომსახურება. თუ მხარეებმა მოლაპარაკების შემდეგ ვერ მიაღწიეს პროდუქციის ჩანაცვლებაზე შეთანხმებას, მაღაზია იღებს ვალდებულებას სრულად დაუბრუნოს მყიდველს თანხა, რომელიც მან გადაიხადა პროდუქციაში ან მომსახურებაში, რომელიც ვერ მიიღო.
6. პროდუქციის უკან დაბრუნების პირობები
მყიდველს უფლება აქვს არ ჩაიბაროს პროდუქცია, რომელიც არ შეესაბამება საიტზე გამოქვეყნებულ ან მყიდველის მიერ დაკვეთილ პროდუქციას. პროდუქციის შესაბამისობა საიტზე გამოქვეყნებულ და დაკვეთილ პროდუქციას შორის მხარეების წარმომადგენლების მხრიდან მოწმდება დაკვეთის მყიდველისთვის გადაცემისას. პროდუქციის შესაბამისობას მხარეები ადასტურებენ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით. თუ მყიდველის მხრიდან ხელი მოეწერა მიღება-ჩაბარების აქტს, გადაცემული პროდუქციის უკან დაბრუნება/შეცვლა არ მოხდება. დაკვეთილ და მიწოდებულ პროდუქციას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, მყიდველს აქვს უფლება არ მოაწეროს ხელი მიღება-ჩაბარების აქტს, ხოლო მაღაზია ვალდებულია შესაძლო უმოკლეს ვადაში მიაწოდოს მყიდველს ახალი პროდუქტი ან მისი ალტერნატივა. თუ მხარეებს შორის მოლაპარაკება პროდუქტის ჩანაცვლებაზე არ შედგა, მაღაზია ვალდებულია დაუბრუნოს მყიდველს აღნიშნული პროდუქტის საფასური არა უგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა.
7. ინფორმაციის გაცვლა
მყიდველის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში მაღაზია ვალდებულებას იღებს მიაწოდოს მის მიერ შეძენილი პროდუქციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია: მოხმარების წესები, უსაფრთხოების წესები, შენახვის პირობები, ექსპლუატაციის და გამოყენების სხვა წესები. მაღაზია უფლებას იტოვებს აწარმოოს მყიდველთან საინფორმაციო კავშირი, მის მიერ მითითებული საკომუნიკაციო საშუალებების მეშვეობით.
8.გაუქმების უფლება
მაღაზია უფლებას იტოვებს თავისი შეხედულების მიხედვით გააუქმოს ან შეწყვიტოს ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების გაყიდვა. ასევე არეგულიროს გარკვეულ საქონელზე და მომსახურებაზე წვდომა და ფასები.
საკონტაქტო ინფორმაცია:
შპს “ეკოლარი”
საიდენტიფიკაციო კოდი: 401951995
ოფისის მისამართი: ქ. თბილისი თ. ფიფიას ქ. #15
ელექტრონული ფოსტა: ltdekolari@gmail.com
ტელეფონი: +995 32 234 05 93